воскресенье, 21 декабря 2008 г.

ორთაჭალა

”ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,
დარდიმანდის ლხინში მნახე,ვინა ვარ!

გრ.ორბელიანი













ორთაჭალა ძველი თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული უბანია. ის მდებარეობს მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მას ძალიან ლამაზი და საინტერესო ისტორია აქვს.
წინათ თურმე:
ქალაქის სამხრეთით, ვიწრო კალაპოტიდან განთავისუფლებული მტკვარი იტოტებოდა და წარმოშობდა დიდ













კუნძულს - ჭალაკს, რომელიც სიგრძით დაახლოებით 852მ. და სიგანით -640მ. იყო. ვახუშტი ბატონიშვილს ქართლის ერთ-ერთ რუკაზე ამ ადგილას დატანილი აქვს წარწერა - ”ჭალაის ბაღი”, რადგან ეს კუნძული მტკვრის ორ ტოტს შორის არის მოქცეული, მას მოგვიანებით ორთაჭალა შეარქვეს. პირველად კუნძული სახელად ”ორთაჭალა” 1735 წლის საბუთში გვხვდება. იგი ორნაწილადი სიტყვაა ”ორთა” (თურქ.- ”შუა”)და ქართ. - ”ჭალა”, ე.ი.”შუა ჭალა” ამ პერიოდში გეგმაზე ორთაჭალა აღნიშნულია კრწანისის ბაღის სახელწოდებით.


კუნძული მდებარეობდა ქალაქის აღმოსავლეთით სეიდაბადის (შემდგომ ხარფუხის)ქვევით.
ორთაჭალის ბაღებზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ამ ბაღებში ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა ქალაქის ქუჩებში თაკარა სიცხე ჩამოწვებოდა ხოლმე, თბილისელი კაცები მეგობრებთან ერთად ვინ ეტლით, ვინ კიდევ ფეხით, თოკშებმული ცხვრითა და კახური ღვინით სავსე ტიკით ორთაჭალის ბაღებს მიაშურებდნენ
დარბაისლური, ქალაქური პურმარილი, ისმოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხი, სადღეგრძელოები.
ორთაჭალის ხშირი სტუმარი ყოფილა პოეტი გრ. ორბელიანი, რომელმაც ლექსში ”მუხამბაზი” მოგვითხრო აქაური პურმარილის ეშხსა და ლაზათზე. ორთაჭალის ბაღს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ნიკო ფიროსმანაშვილმა.
საქვეყნოდ იყო ცნობილი ორთაჭალის ბოსტნეული,რომელიც ყოველ სისხამ დილით გოდორაკიდებული ვირებით მოჰქონდათ ქალაქის ბაზრებში, მიჰქონდათ ორთაჭალაში დაჭერილი და "ორთაჭლურად" დამზდებული თევზი.ორთაჭალის კუნძული მარჯვენა ნაპირთან ხის საცალფეხო ხიდით იყო დაკავშირებული, რომელსაც "ვირის ხიდს" უწოდებენ, რადგან ჭირნახული მასზე სახედრებს გადაჰქონდათ. გადადიოდნენ ნავითაც.
ორთაჭალის კუნძულზე, მიუხედავად ამისა, რომ ბარებით იყო დაფარული, ნახავდით პატარ-პატარა, ვიწრო ქუჩებს, რომლებსაც ასეთი სახელები ერქვა: ბოსტნის, ხილის, ბაღჩის, ყურის, ორთაჭალის სანაპირო, სანაპიროს ჩიხი, ორთაჭალის ჩიხი.
დღეს უკვე აღარც ორთაჭალის კუნძული არსებობს, აღარც მისი ბაღები. ეს სახელი შემორჩა ძველი სეიდაბადის ერთ-ერთ ქუჩას, რომელიც "ორთაჭალჰესის" მახლობლად მდებარეობს და გორგასლის ქუჩას მარჯვნიდან შერთვის.
სწორედ ამ ქუჩაზე 8 ნომერში მდებარეობს ჩვენი სკოლა .



ქეთი საყევარაშვილი